fbpx
საბერძნეთი

შემოწმებებისა და კონტროლის ახალი გეგმა საბერძნეთში – რა საფრთხეებზე ისაუბრა სტელიოს პეცასმა?!

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა, საგანგებო ბრიფინგზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, საბერძნეთს მთავარი საფრთხე არ ელის საზღვარგარეთიდან, როგორც ეს ყველას ჰგონია, არამედ ის თავად ქვეყნის შიგნით იმალება.

“უდიდესი საფრთხე ამ ეტაპისთვის არ მოდის საზღვარგარეთიდან, ის არსებობს თავად ქვეყნის შიგნით და მოდუნების ის დონე, რაც ახლა საბერძნეთში ფიქსირდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. კორონავირუსი არსად წასულა და არ გამქრალა. ჩვენ ისევ და ისევ აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

აეროპორტებში ტესტები ტარდება და სახელმწიფო ამას ძალიან კარგად ართმევს თავს. ამ ეტაპისთვის საბერძნეთის ყველა წერტილში 31,169 ტესტია ჩატარებული და მხოლოდ 100 ამოვიდა დადებითი, რაც 0.3%-ია. გვაქვს შემთხვევები, მაგრამ ძალიან ცოტა და კონტროლირებადი.

იმის გამო, რომ ადგილობრივი საზოგადოება მოდუნებულია და ისე ცხოვრობს, თითქოს ვირუსი არ არსებობდეს, განვიხილავთ ფართო კონტროლის განხორციელების გეგმას, რომელიც სახელმწიფო და რეგიონალური სამსახურების მიერ ჩატარდება, გამჭვირვალე ორგანოს კოორდინაციით,” ამბობს პეცასი.

ამრიგად, საბერძნეთი შემოწმებებისა და კონტროლის ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის შესახებაც დაწვრილებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც მთავრობას ექნება აქამდე განხორციელებული შემოწმებების შედეგები. სავარაუდოდ, საუბარია კაფე-ბარებსა და ტავერნებში არსებული მდგომარეობაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად იცავს საზოგადოება დისტანციას და მოიხმარს პირბადეს, რასაც დღევანდელობაში ვირუსთან საბრძოლველად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

onalem

ტესტ