fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 1-ელ მაისს, საბერძნეთში ავტობუსები და ტროლეიბუსები 09:00-დან 21:00-მდე იმუშავებენ, 24 სთით იფიცება მეტრო

ხვალ, 1-ელ მაისს, ათენში, გადაადგილების თვალსაზრისით, რთული დღეა მოსალოდნელი. საჯარო ტრანსპორტის ნაწილი სრულად იფიცება, ნაწილი კი, რამდენიმე საათით, მაგრამ ვინაიდან მოსალოდნელია საპროტესტო აქციები, უნდა ველოდოთ, რომ ცენტრალური გზები გადაიკეტება.

წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, რომელი ტრანსპორტი როგორ იმუშავებს მთელი დღის მანძილზე.

ავტობუსები იმოძრავებენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ტროლეიბუსები იმოძრავებენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

მეტროს სამივე ხაზი (ΗΣΑΠ/ილეკტრიკო/ტრენო) არ იმუშავებს 24 სთის მანძილზე.

ტრამვაი არ იმუშავებს 24 სთის მანძილზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტობუსები და ტროლეიბუსები მოძრაობას სრულად აღადგენენ 10:00 საათის შემდეგ, ხოლო ნელ-ნელა შეწყვეტენ მოძრაობას 20:00 საათიდან, შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ გადაადგილება შესაძლებელი აღარ იქნება საჯარო ტრანსპორტით სწორედ 20:00 საათის შემდეგ. მძღოლები ნელ-ნელა დაიწყებენ საწყისი სადგურებისკენ გადაადგილებას.

 

onalem

ტესტ