fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირა 28 გრადუსით საბერძნეთში, თუმცა, ქარი, რომლის ძალაც 8 ბალს მიაღწევს

როგორც ვხედავთ საბერძნეთი აფრიკულმა მტვერმა დატოვა და ჰაერი სრულად გაიწმინდა ფორთოხლისფერი ნისლისგან. დღევანდელი დღიდან ამინდი გაუმჯობესებულია და სინოპტიკოსები შაბათ-კვირასაც მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

კერძოდ, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ დღეიდან ტემპერატურა კვლავ მატებას დაიწყებს და უქმეებზე 28 გრადუსს მიაღწევს, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია გაძლიერდეს ქარი, რომელიც 8 ბალი იქნება კონკრეტულ რეგიონებში.

სინოპტიკოსთა ცნობით, ქარი გაძლიერდება ხვალ, შაბათს საღამოდან და იქნება საკმაოდ ძლიერი ოთხშაბათის ჩათვლით, თუმცა, არ შექმნის რაიმე პრობლემებს საზღვაო გადაადგილების თვალსაზრისით.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურული მაქსიმუმი დაფიქსირდება 25 გრადუსი, დანარჩენ ტერიტორიებზე იმერყევებს 17-დან 20 გრადუსამდე.

onalem

ტესტ