fbpx
საბერძნეთი

33 გრადუსის შემდეგ ტემპერატურის 16 გრადუსით ვარდნა და წვიმიანი აღდგომა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აღდგომის პერიოდთან დაკავშირებით პირველ პროგნოზებს აკეთებს და როგორც ცნობილია, მომდევნო დღეებში საბერძნეთში ტემპერატურის რადიკალური ვარდნა გველის. ფატქობრივად, ტემპერატურა თავის ნორმალურ მაჩვენებლებს უბრუნდება და ზაფხულიდან გაზაფხულში ვბრუნდებით.

ათენში მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 10 გრადუსით დაეცეს, ხოლო თესალონიკში 11 გრადუსით, ხოლო ნალექიანი ამინდი თავდაპირველად მოსალოდნელია საბერძნეთის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიაზე, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულს არ ექნება დიდი ხანგრძლივობა.

“მოსალოდნელია, რომ გვქონდეს ნალექი პარასკევსა და შაბათს საბერძნეთის საკმაოდ ბევრ რეგიონში, ათენში ხვალიდან შესამჩნევი იქნება ღრუბლიანობა, წვიმა კი პარასკევს არის მოსალოდნელი, ტემპერატურა გვექნება 18-დან 21 გრადუსამდე, რაც ნიშნავს, რომ საგრძნობლად დაიკლებს, მაგრამ არა ისე, რომ სიცივე გვქონდეს,” აცხადებენ სინოპტიკოსები.

რაც შეეხება სააღდგომო პერიოდს, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური წვიმიან დღეებს პროგნოზირებს.

onalem

ტესტ