fbpx
საზოგადოება

ათინა იკონომაკუ და ფილიპოს მიხოპულო 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი, ათინა იკონომაკუ და ბიზნესმენი, ფილიპოს მიხოპულო 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში 7 წელი იყო და სამწუხაროდ, გუშინ, 26 აპრილს გამოაცხადეს, რომ დაშორდნენ და განქორწინებას აპირებენ.

ათინა იკონომაკუს წარსულში აღნიშნული ჰქონდა, რომ მათი ურთიერთობა გარკვეულ კრიზისს განიცდიდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ, მუშაობდნენ იმაზე, რომ ოჯახი შეენარჩუნებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, მცდელობებმა არ გაამართლა.

ბიზნესმენი და მსახიობი 2017 წელს დაქორწინდნენ გითიოში, თუმცა, ეს სამოქალაქო ქორწინება იყო, ხოლო 1 წლის შემდეგ, 2018 წელს, მიკონოსზე დაიწერეს ჯვარი.

წყვილი აცხადებს, რომ განქორწინების მიუხედავად, ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, რადგან ორი შვილი აკავშირებთ და ახლა ეს მათი პრიორიტეტია.

onalem

ტესტ