fbpx
საბერძნეთი

წელს საბერძნეთში ოჯახებს სააღდგომო სუფრა საშუალოდ 190 ევრო დაუჯდებათ – ხორცის ფასი იგივე იქნება, რაც 2023 წელს

მიუხედავად ყასაბთა გაერთიანებისა და განვითარების სამინისტროს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, როგორც ბერძნული მედია იუწყება, წელს ცხვრისა და თხის ფასი იქნება იგივე, რაც გასულ წელს იყოს.

განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, “სააღდგომო კალათი” მოიცავს პროდუქტებს, რომლებზეც ფასი ან იგივეა ან უფრო დაბალი, 2023 წელთან შედარებით. რაც შეეხება მთავარ კითხვას, თუ რა საფასური ექნება საშუალოდ ოჯახებისთვის სააღდგომო სუფრას პასუხი შემდეგია – დაახლოებით 190 ევრო, საიდანაც 120 ევრო იგულისხმება საკვებისთვის (ხორცი, კვერცხები და ა.შ.) ხოლო 70 ევრო განისაზღვრება სხვა ნივთებისთვის, მაგალითად: საჩუქრები და ა.შ.

გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 35% ივაჭრებს სააღდგომოდ წინასწარ, 53% საყიდლებზე წავალ აღდგომის კვირაში, ხოლო 9% ბოლო წუთს (ძირითადად დიდ შაბათს).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის 40%-ის განცხადებით, წელს პროდუქტების რაოდენობას, რომელთა შეძენასაც აპირებს, საგრძნობლად შეამცირებს.

რაც შეეხება ხორცის საფასურს, რომელზე დავაც მიმდინარეობდა, გადაწყდა, რომ იქნება 10 ევრომდე, იმერყევებს 9,78 ევროდან 9,99 ევრომდე კილოგრამზე.

onalem

ტესტ