fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ΟΑΕΔ-ის უმუშევრებისთვის სააღდგომო საჩუქრის დარიცხვა იწყება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში ოფიციალურად უმუშევრად დარეგისტრირებულები საკუთარ ანგარიშებზე სააღდგომო საჩუქარს იხილავენ.

კერძოდ, 19 აპრილიდან იწყება სააღდგომო საჩუქრის დარიცხვა უმუშევრებისთვის, გრძელი ვადით უმუშევრებისთვის, თვითდასაქმებულებისთვის, სუბსიდირებული უმუშევრების, დეკრეტული შვებულების მქონე თანამშრომლებისთვის.

ისინი, ვინც იღებენ დახმარებასაც, ჩაერიცხებათ სააღდგომო საჩუქრის თანხაც. გადარიცხვები ხორციელდება პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.dypa.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად არიან დარეგისტრირებული უმუშევრებად, ΔΥΠΑ-ში, ყოფილ ΟΑΕΔ-ში.

სააღდგომო საჩუქარი განისაზღვრება ჩვეულებრივი თვიური შემწეობის 50%-ით, თუკი დახმარებას იღებთ 1-ლი იანვრიდან, სხვა შემთხვევაში, დამოკიდებულია რომელი თვიდან ხართ უმუშევარი.

onalem

ტესტ