fbpx
საბერძნეთი

დღეს აკროპოლსა და არქეოლოგიურ ტერიტორიებზე შესვლა უფასოა!

დღეს, 18 აპრილს, ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღეა, რაც ნიშნავს, რომ აკროპოლი და არქეოლოგიური ტერიტორიები ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებენ.

დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ათენის და მთელი საბერძნეთის ყველაზე ღირშესანიშნავ ისტორიულ მემკვიდრეობას უფასოდ. თუმცა, ცხადია, აღნიშნული არ ვრცელდება მხოლოდ აკროპოლზე, არამედ სხვა არქეოლოგიურ ტერიტორიებზეც.

გარდა 18 აპრილისა, კიდევ არის რამდენიმე დღე, როდესაც ისტორიული ძეგლების უფასოდ მონახულება შეგვიძლია, წარმოგიდგენთ სიას:

18 აპრილი – ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე.

18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე.

სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირა – ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები.

28 ოქტომბერი – ეროვნული დღესასწაული (ოხის დღე).

რაც შეეხება უფასო შესვლას თვის პირველ კვირას, აღნიშნული მოქმედებაშია ნოემბრის თვიდან მარტის თვემდე, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში, ყოველი თვის პირველ კვირას არქეოლოგიურ ტერიტორიებს უფასოდ შეგიძლიათ ეწვიოთ.

onalem

ტესტ