fbpx
საბერძნეთი

დიდი სააღდგომო გასვლა დაიწყო: ათენი უკვე 45.000-სზე მეტმა ადამიანმა დატოვა, პოლიციის ზომები გადაადგილების გასამარტივებლად

როგორც კუნძულების, ასევე ტრადიციული ბერძნული სოფლების მიმართულებით, დიდი სააღდგომო გასვლა დღეიდან დაიწყო. როგორც ბერძნული მედია იუწყება, გუშინ ათენი 20.000-მდე ადამიანმა დატოვა, დღეს კი, 25.000-მა. ცხადია, ეს დაახლოებითი რიცხვებია და შესაძლოა გამსვლელთა რაოდენობა ბევრად მეტიც არის.

საბერძნეთის საგზაო პოლიციას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები, რომლებიც 12 მაისამდე იმოქმედებს და მიმართულია, გადაადგილების უსაფრთხოებისა და სიმარტივის უზრუნველსაყოფად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს დასვენების დღეები გაცილებით მეტია, ვინაიდან 1-ელი მაისი გადაიტანეს 7 მაისს, რაც ნიშნავს, რომ პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით უქმეებია, ისინი კი, ვინც შვებულების აღება შეძლო აღდგომის კვირის მანძილზეც, ფაქტობრივად, საკმაოდ ხანგრძლივ დასვენებას მოიწყობენ.

დღეს ათენის პორტებიდან განხორციელდა 17 რეისი კუნძულების მიმართულებით, აქედან 7 პირეადან, 7 რაფინადან და 3 ლავრიოდან.

onalem

ტესტ