fbpx
საბერძნეთი

ოთხშაბათს, 1-ელ მაისს, საბერძნეთში საჯარო ტრანსპორტი იფიცება – რეისებს არ განახორციელებენ გემები

მიუხედავად იმისა, რომ 1-ლი მაისის უქმე დღე საბერძნეთში გადაიტანეს 7 მაისს, ვინაიდან ემთხვევა დიდ ოთხშაბათს, როგორც ირკვევა, კონკრეტულ უწყებებში აღნიშნულს არ ითვალისწინებენ.

ΓΣΕΕ – იგივე საბერძნეთის შრომის ფედერაცია აცხადებს, რომ შრომის დღე 1-ლი მაისია და აღნიშნულის ფარგლებში აცხადებენ მასშტაბურ გაფიცვებს, სხვადასხვა მოთხოვნებით.

უფრო კონკრეტულად, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, იფიცებიან ჟურნალისტები და საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ რკინიგზაზე.

1-ელ მაისს 24 სთის მანძილზე არ იმუშავებს მეტროს არცერთი ხაზი, ასევე, ტრამვაი და გარეუბნების მატარებლები.

აღსანიშნავია, რომ რეისებს არ განახორციელებენ არც გემები.

ავტობუსებისა და ტროლეიბუსების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, როგორც კი, ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, შესაბამისად გავავრცელებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს.

onalem

ტესტ