fbpx
საბერძნეთი

როგორ მუშაობს საჯარო ტრანსპორტი სააღდგომოდ ათენში 5 მაისიდან 8 მაისამდე

დღეს, აღდგომის კვირას, საბერძნეთში საჯარო ტრანსპორტი ნაკლები ინტენსიურობით მუშაობს და აღნიშნული განსხვავებული გრაფიკი მოქმედებაშია 8 მაისის ჩათვლით.

კერძოდ, დღეს, 5 მაისს, ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობენ უქმე დღეების განრიგით და იმოძრავებენ იშვიათად, სავარაუდოდ ყოველ 40-50 წთში ერთხელ.

6 და 7 მაისს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ ასევე უქმე დღეების განრიგით.

რაც შეეხება 8 მაისს, ისინი იმუშავებენ შაბათი დღის განრიგით და გამოივლიან ყოველ 20-30 წთში ერთხელ.

საბერძნეთში ბანკებიც 7 მაისის ჩათვლით იქნება დაკეტილი და მუშაობას 8 მაისს განაახლებენ.

რაც შეეხება მეტროს, მატარებლებიც შედარებით ხანგრძლივი ინტერვალებით იმოძრავებენ

onalem

ტესტ