fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ექიმის შეცდომა, რომელმაც 14 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

სახელმწიფო საბჭომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 14 წლის ბიჭის მშობლები მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციას მიიღებენ, 260,000 ევროს სახით. ბავშვი 24 საათში არასწორი  მკურნალობის გამო გარდაიცვალა. ის საავადმყოფოდან სახლში საგანგაშო მდგომარეობით გააწერეს.

ტრაგიკული ინცდიენტი 1998 წლის 22 თებერვალს მოხდა, როდესაც 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს (40 გრადუსი). მოზარდს ახველებდა, თავი სტკიოდა, თავს სუსტად გრძნობდა, აღებინებდა და თავბრუ ეხვეოდა. ის გასინჯეს, გადაუღეს რენტგენი და ჩაუტარეს რამდენიმე გამოკვლევა. შედეგად, კუნთში სიცხის დამწევი მედიკამენტი გაუკეთეს და ტემპერატურა 40-დან ჯერ 38,5-მდე ხოლო შემდეგ 37, 5-მდე შეუმცირდა.

ექიმმა მენინგიტის არსებობისა და მოსალოდნელი გართულებების შესაძლებლობა გამორიცხა და ოჯახს უთხრა, რომ ბიჭის საავადმყოფოში დარჩენა აუცილებელი არ იყო. მას ანტიბიოტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები გამოუწერა და სახლში გაწერა.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ბიჭი საავადმყოფოში ყოფნის 4 საათის მანძილზე პროფესიონალ ექიმს არ გაუსინჯავს, რადგან განუცხადეს, რომ ის ძალიან დაკავებული იყო.

შუაღამის 3 საათზე ბიჭს შოკური მდგომარეობა გაუმეორდა და მშობლებმა ისევ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რამდენიმე საათის მანძილზე იბრძოდა, სუნთქავდა, თუმცა 05:45 საათზე 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

სიკვდილის კონკრეტულ მიზეზად თირკმელზედა სისხლდენა დასახელდა, რომელსაც ტოქსიკური მიკრობების შეტევა იწვევდა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და ექიმები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.

პროცესი განახლდა და ცნობილი გახდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს მხოლოდ ერთი ექიმი, რომელსაც 30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არასწორი დიაგნოზის დასმისა და არასწორი მკურნალობის წარმართვისთვის.

თუმცა, მშობლებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სააპელაციო სასამართლომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს საჩივარი დაუკმაყოფილა კიდეც. ისინი კომპენსაციის სახით 260, 000 ევროს მიიღებენ.

onalem

ტესტ