fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციელების ძალადობრივი შეჭრა ტავერნაში, სადაც ზომები ირღვეოდა

ვიდეომ, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ბოლო საათებია გავრცელდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კადრებში ჩანს, როგორ შეიჭრა პოლიცია კრეტზე მდებარე ერთ-ერთ ტავერნაში, თითქოს, ნარკოდილერის ასაყვანად ოპერაციას ახორციელებდა.

სინამდვილეში მათ ტავერნის მფლობელი გამოიყვანეს გარეთ და თავდაპირველად ესაუბრებოდნენ, ხოლო შემდეგ ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, რომ განყოფილებაში გადაეყვანათ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ აღნიშნულ ტავერნაში კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები უხეშად იყო დარღვეული. სწორედ ეს გახდა მიზეზი ადგილზე პოლიციის მობილიზებისა.

ამ ყველაფერს იქ მყოფ კლიენტთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყოველ შაბათს ამ ტავერნაში იყვნენ და ერთობოდნენ.

მიუხედავად თვითმხილველთა პროტესტისა, პოლიცია პოზიციას არ იცვლიდა.

onalem

ტესტ