fbpx
საბერძნეთი

“თუ შენ არ წამოხვალ, არც მე წავალ” – პოლიციელები, რომლებიც ხანძრების გმირები გახდნენ

საბერძნეთში მძვინვარე ხანძრებს კატასტროფული შედეგები აქვთ, ჰყავთ მსხვერპლიც, ადამიანებისა თუ ცხოველების სახით, თუმცა, ამ ყველაფრის უკან დგას სოლიდარობა, დახმარების სურვილი და არა მხოლოდ სურვილი, არამედ თავგანწირვაც კი.

2023 წლის ზაფხულის ხანძრებს თავიანთი გმირებიც ჰყავთ, ზოგი მათგანი კამერებს მიღმა რჩება, ზოგი კი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი, საჯაროდ გამოჩნდნენ და ხალხს უყვებიან იმ ტრაგიკული წუთების შესახებ, რომლებიც სხვების გადასარჩენად გამოიარეს.

საუბარია პოლიციის ახალგაზრდა ოფიცრებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, იანის დალისი, მანდრაში მონასტერთან მძვინვარე ხანძრის პირობებში ხალხის ევაკუაციის მითითებით გამოიძახეს, ის მონასტერში მივიდა და მოხუც მონაზონს მუხლზე დაჩოქილი ეხვეწებოდა იქაურობის დატოვებას.

“ცრემლიან თვალებში შევხედე და თითქოს მისმა მზერამ მთელი ჩემი გული გაიარა. ვუთხარი: თუ არ წამოხვალ, არც მე წავალ. მონასტერს ღვთისმშობელი გადაარჩენს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გადავრჩეთ. პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ პოლიციელის პროფესია ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ფორმა მხოლოდ ადამიანების დახმარების დამატებით საშუალებას გვაძლევს და არა რაიმეთი სარგებლობის, უფლებების ბოროტად გამოყენების. თავმდაბლობა არის ადამიანის უპირველესი ღირსება,” ამბობს ოფიცერი.

მას გარდა იყვნენ კიდევ 25 წლის ოფიცერი, პოლის ახინოტისი, რომელმაც ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან გამოიყვანა დიდი ზომის ძაღლი და ცხოველი მტანჯველი სიკვდილისთვის არ გაიმეტა, ასევე, ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც ბავშვი გამოჰყავს ხელში აყვანილი და პოლიციელები, რომლებიც ქალს, როგორც დედას ისე ეხვეწებიან, რომ იქაურობა დატოვოს.

onalem

ტესტ