fbpx
საბერძნეთი

ხვალ ატიკაში ხანძრის გაჩენის განსაკუთრებით მაღალი რისკები იქნება – ახალი ხანძრები ხალკიდიკისა და ეტოლოაკარნანიაში

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომელიც ხვალ, პარასკევს, ხანძრის გაჩენის განსაკუთრებით მაღა რისკებს უკავშირდება. ადამიანის საქმიანობა, მაღალი ტემპერატურისა და ქარის პირობებში, ხანძრის გამომწვევი მთავარი პირობაა, შესაბამისად, სამინისტრო მოსახლეობას სთხოვს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.

კონკრეტულად, მე-4 დონის რისკები ფიქსირდება 28 ივლისს შემდეგ ტერიტორიებზე:

ატიკა, ევია, ვიოტია, არგოლიდა
ფთიოტიდა, კორინთია
ირაკლიო, ლასითი
დოდეკანესის კუნძულები: სამოს, იკარია, ხიოს, ფსარა, ლევსოს.

 

ამას გარდა, როგორც მედია იუწყება, ახალი ხანძრები გაჩნდა ეტოლოაკარნანიასა და ხალკიდიკიში, აგიოს ნიკოლაოს ტერიტორიაზე. ორივე ადგილას მობილიზებულია სახანძრო სამსახური და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

onalem

ტესტ