fbpx
საბერძნეთი

სტეფანოს კასელაკი კრეტაზე ქორწილს გადაიხდის, რომელიც 4 დღე გასტანს და მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან

სტეფანოს კასელაკიმ, მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება დაუშვეს, გადაწყვიტა, რომ საკუთარ სამშობლოშიც ოქორწინოს და როგორც ირკვევა, ცერემონია ზაფხულში კუნძულ კრეტაზე გაიმართება.

მისი მეორე ნახევარი ტაილერ მაკბეთია, რომელზეც აშშ-ში უკვე იქორწინა და ვინაიდან იგივე პროცესის განხორციელება უკვე შესაძლებელია საბერძნეთშიც, სამოქალაქო ქორწილს გადაიხდიან კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში, სოფელ სკინეში, საიდანაც კასელაკი წარმოშობით არის. მედია იუწყება, რომ აღსანიშნავი წვეულება 4 დღე გაგრძელდება, 28-დან 31 აგვისტოს ჩათვლით.

ამჟამინდელი ცნობებით, პოლიტიკოსის ქორწილი საკმაოდ ვიწრო წრეში შედგება, ვინაიდან გამომდინარე მისი ცნობადობიდან, როგორც პოლიტიკური, ასევე, ბიზნეს საქმიანობის კუთხით, დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პოტენციური სტუმრები არიან, შესაბამისად, კასელაკი და ტაილერი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში იქორწინებენ.

როგორც სტეფანოს კასელაკის ბიძა ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს და ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტს განსაკუთრებულად სურდა, რომ საკუთარი წარმოშობის ადგილას ექორწინა.

onalem

ტესტ