fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით 2024 წელს” – რას ამბობს ბერძენ-ამერიკელი ექიმი

ბერძენ-ამერიკელი ექიმი, სოციოლოგი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროფესორი, ნიკოლას ხრისტაკისი აცხადებს, რომ ჩვენ ჩვეული ცხოვრების რიტმს 2024 წლისთვის დავუბრუნდებით, რაც ნიშნავს, რომ იქამდე საკმაოდ დიდი დრო და გზა გვაქვს:

“როდესაც ეპიდემიას ვუპირისპირდებით, არსებობს მარტოსულობის და უსუსურობის შეგრძნება. თუმცა, ცხადია, არ მჯერა, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დიდხანს გასტანს, არამედ მარტოობის ეს შეგრძნება შეცვლის თავად საზოგადოებას.

მე ჩემს წიგნში აღწერილი მაქვს სამი ფაზა – პირველი არის ის, რასაც ახლა გავდივართ, გვქონდა ვირუსის გავრცელების 1დ ა 2 ტალღა და გვექნება მე-3 ტალღაც, რაც 2022 წლამდე გასტანს.

შემდეგ უკვე, მეორე ფაზაში, გვექნება ვაქცინა და ამავე დროს, დაინფიცირებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. 2022 წლიდან 2024 წლამდე გაგრძელდება დაავადების შემთხვევების გამოვლენა, თუმცა, მკურნალობა იქნება აბსოლუტურად შესაძლებელი, ვაქცინის საშუალებით. 

რაც შეეხება მესამე ფაზას, ეს იქნება ჩვენთვის არანაკლებ შოკისმომგვრელი – 2024 წლიდან, როდესაც მოვიხსნით პირბადეებს და ყველაფერს დაუბრუნდება ისეთი სახე, როგორიც თავიდან ჰქონდა. ეს იქნება შიშისმომგვრელი საზოგადოების ნაწილისთვის, თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვევით იმას, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დიახ, კორონავირუსის შიში ჩვენ 2024 წლიდან გაგვიქრება…”

 

onalem

ტესტ