fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცმა 7 ადამიანის, მათ შორის ჩვილის მოკვლა სცადა

შემზარავი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აგრინიოში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად 7 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ირკვევა, რომ მან კონკრეტული ხალხის მიმართულებით გახსნა ცეცხლი და უკონტროლოდ ისროდა. ადგილზე იმყოფებოდა 7 ადამიანი, მათ შორის 1.5 თვის ჩვილი. ცნობილია, რომ არიან დაჭრილები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა, ამავდროულად იძებნება მისი თანამზრახველი, რომელსაც იგივე ბრალს წაუყენებენ.

ძებნილის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 86 ტყვია ამოიღო.

უცნობია, თუ რა მიზეზით განხორციელდა მკვლელობის მცდელობა.

onalem

ტესტ