fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აღდგომას მოძღვრის ოჯახის მომზადებულმა ცხვარმა 37 ადამიანი საავადმყოფოში გაგზავნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ილიასში, სადაც ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში სააღდგომოდ სადღესასწაულო მაგიდა გაშალეს, ხალხი მასობრივად მოიწამლა საკვებით, რომელიც იქ მიირთვა. აღნიშნული ტრადიცია 20 წელია არსებობს, იშლება დაახლოებით 70 მეტრიანი მაგიდა, კერძებს კი, ამზადებენ ეკლესიის მოძღვრების ოჯახები, ამ შემთხვევაშიც, ერთ-ერთი სასულიერო პირის მეუღლემ მოამზადა.

როგორც ირკვევა, საავადმყოფოში მოხვდა 37 ადამიანი, ყველას ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა. არსებული ვარაუდით, მოწამვლა გამოიწვია ცხვრის ხორცმა, რომელიც არ იყო სათანადოდ მომზადებული.

თავად მოძღვარი ამბობს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, რადგან თავადაც მიირთვა იგივე კერძი და არანაირი გართულება არ მოჰყოლია, მეორეს მხრივ კი, ქალბატონი, რომელმაც მოამზადა, ცნობილი მზარეულია და ყოველ წელს ამზადებს ხორცს, რადგან სანდოა ამ საქმეში.

ამის გარდა, მოძღვარმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და მაქსიმალურად შემოწმდება საკვები და მისი მომზადების გზა.

 

onalem

ტესტ