fbpx
საბერძნეთი

ათენიდან წელს სააღდგომოდ 700.000 მანქანა გავიდა – დღის მანძილზე “დიდი დაბრუნება” აქტიურად მიმდინარეობს

მთელი დღის მანძილზე ათენის მიმართულებით უამრავი ადამიანი გადაადგილდება და შვებულებაში მყოფები დედაქალაქში ბრუნდებიან. როგორც უკვე ცნობილია, წელს საკმაოდ მაღალი იყო ტურისტული გადაადგილების ტენდენცია და საუბარია შიდა ტურიზმზე, თავად ბერძნების მიმოსვლაზე და 20%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა, ვიდრე 2023 წლის აღდგომას.

საგზაო პოლიცია იუწყება, რომ შექმნილია საცობები, რადგან ცხადია, რომ გზებზე საკმაოდ ბევრი მანქანაა თავმოყრილი, წინა დღეებში დედაქალაქი დატოვა 700.000-მა მანქანამ ჯამში. ეს ეხება მხოლოდ იმ მანქანების ოდენობას, რომლებიც ათენში სახმელეთო გზით გავიდნენ და არა გემების საშუალებით, შესაბამისად, ეს რიცხვი მილიონსაც კი შეიძლება აჭარბებდეს ჯამში.

განსაკუთრებით გრძელი საცობები ფიქსირდება კორინთოდან მომავალი გზიდან, საიდანაც მანქანები ნელ-ნელა მოიწევენ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ