fbpx
საბერძნეთი

გადაადგილება, SMS 13033-ზე, ტურიზმი, სკოლები – ზომების მოხსნის შემდეგი ეტაპები საბერძნეთში

საბერძნეთში მაისის თვე ერთგვარად კრიტიკული თვეა, რადგან ზომები ეტაპობრივად, დიდი სიფრთხილით იხსნება და ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას. საინტერესოა, მაღაზიებისა და კაფეების შემდეგ, კიდევ რა დაწესებულებები გაიხსნება მომდევნო კვირაში და როგორია ზომების მოხსნის შემდეგი ეტაპები.

კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, შემდეგი დაწესებულებები, რომლებიც გაიხსნება, არის სკოლები. მათი გახსნა დაგეგმილია 10 მაისისთვის და როგორც განათლების მინისტრი, ნიკი კერამეოსი ამბობს, მთავრობის მიზანია, აღარ დაიკეტოს ისინი.

შემდეგ, 15 მაისს, იხსნება საბერნეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სფერო, ტურიზმი და ქვეყანაში უკვე შესაძლებელი იქნება დასასვენებლად ჩამოსვლა. 15 მაისსვე იხსნება ორგანიზებული სანაპიროებიც.

ასევე, 15 მაისისთვის მოსალოდნელია, რომ მოიხსნას გადაადგილებისთვის SMS-ის გაგზავნის ვალდებულება 13033-ზე და საერთოდ გაუქმდეს აღნიშნული ზომა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში შემოსვლისას უნდა წარმოადგინოთ ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გაკეთებული გაქვთ არაუმეტეს 72 საათით ადრე ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებს 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

onalem

ტესტ