fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში?! რა არის მოსალოდნელი მომავალში?!

საბერძნეთში პროფესორები ვაქცინაციის ვალდებულების საკითხზე საუბრობენ. აღნიშნული თემა საზოგადოების დიდი ინტერესის საგანია, რადგან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ყოყმანობს ვაქცინის გაკეთებას და ეს ყველაფერი ლოგიკურია, ვინაიდან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების შესახებ.

“ვაქცინირებილი ადამიანების წახალისება ძალიან კარგი იდეაა და უკვე განვიხილავთ მისი ვალდებულების საკითხსაც, ზოგიერთ კატეგორიაში. ეს თემა ნამდვილად ღიაა. საუბარია ძირითადად მათზე, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და პაციენტებთან უშუალო შეხებაშია. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე და სჭირდებათ დაცვა, ამიტომ გამართლებულია, რომ მათთვის დაწესდეს ვაქცინის გაკეთების ვალდებულება.

ამ მომენტისთვის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი, პანდემიის წინააღმდეგ, სწორედ ვაქცინაა. მისი საშუალებით შეგვეძლება ყველაფრის გაკონტროლება,” ამბობს ხარალამბოს გოგოსი.

ამ დროისთვის საბერძნეთში აცრილია 6 მილიონზე მეტი ადამიანი, თუმცა, უმეტესობა მხოლოდ ერთი დოზით, რაც არ იძლევა სრული დაცვის გარანტიას.

ამას გარდა, როგორც უკვე ცნობილია, განიხილება საკითხი, რომ მოხდეს ვაქცინირებული ადამიანების წახალისება და თუ რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ