fbpx
საბერძნეთი

სასტიკი თავდასხმა ემიგრანტ მამაკაცზე ათენში, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა

კადრები, რომლებიც ათენიდან, კერძოდ, აგიოს დიმიტრიოს ტერიტორიიდან ვრცელდება, შოკისმომგვრელია. პოლიცია ეძებს ბერძენ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სასტიკად გაუსწორდა ემიგრანტ მამაკაცს, რომელიც იმ დროს საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

ემიგრანტმა, როგორც ცნობილია, პაკისტანიდან, საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ორშაბათს ღამით, როდესაც შეკვეთა მიჰქონდა, Smart-ის მარკის ავტომობილით წამოეწია ახალგაზრდა, რომელიც გადმოვიდა და გამეტებით ცემა დაუწყო, ვიდეოდან ჩანს, რომ თავდამსხმელი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაშია გაწვრთნილი, რადგან ურტყამს პროფესიონალურად.

თავდასხმას საზოგადოებისგან სხვადასხვანაირი რეაქცია მოჰყვა, ზოგი ცალსახად გმობს აღნიშნულს, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ ძალადობა არ გამომიდნარეობდა რასიზმიდან და სვამს კითხვებს, ლეგალურად არის თუ არა პაკისტანელი საბერძნეთში და კანონიერად მუშაობს თუ არა.

საქმეს ამ დროისთვის რასისტული ძალადობის დეპარტამენტი აწარმოებს, ბერძენი ახალგაზრდა იძებნება, რათა დააკავონ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ