fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატისია: 27 წლის მამაკაცი მისმა 35 წლის მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

ბერძნული მედია ოჯახური ძალადობის მორიგი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, კერძოდ, პატისიაზე მოხდა. მოკლულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ, 35 წლის მამაკაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ორივე მათგანი კუბის მოქალაქეა.

როგორც ირკვევა, მკვლელობა მოხდა 27 წლის მამაკაცის მიერ პოლიციაში საჩივრის შეტანის შემდეგ. საქმის მასალების მიხედვით, მან პოლიციას წინა დღეს მიმართა, განაცხადა, რომ 35 წლის მამაკაცისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციამ ახალგაზრდას შესაბამისი დახმარება გაუწია, შესთავაზეს, რომ სპეციალურ სტრუქტურაში დარჩენილიყო, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა.

სამწუხაროდ, 24 საათში მას 35 წლის მამაკაცი ისევ დაესხა თავს და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი, თვითმკვლელობა სცადა. თავდამსხმელი ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა.

პოლიცია იუწყება, რომ მამაკაცები დაქორწინებულები იყვნენ, მეზობლების თქმით, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ბოლოს ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

onalem

ტესტ