fbpx
საბერძნეთი

ათენი: 24 წლის გოგომ პოლიციაში დახმარების თხოვნით დარეკა, ადგილზე მისულ ოფიცრებს კი იარაღით დაემუქრა

უჩვეულო ინციდენტი ათენში, კერძოდ, აპელოკიპის ტერიტორიაზე მოხდა და ოფიცრების დაბნეულობა გამოიწვია. პოლიციის სატელეფონო განყოფილებაში დარეკა 24 წლის გოგომ, რომელიც აცხადებდა, რომ საკუთარი მეუღლისგან საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მამაკაცმა სასამართლოს მიერ მისთვის დაწესებული შემაკავებელი ორდერი დაარღვია.

ოფიცრები მითითებულ მისამართზე რამდენიმე წუთში გაჩნდნენ, თუმცა, ადგილზე სხვა ვითარება დახვდათ. როგორც კი 24 წლის გოგომ პოლიციელები დაინახა, იარაღი მოიმარჯვა და დამუქრება დაუწყო. შემდეგ სახლიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან გაქცევა სცადა.

საბოლოოდ პოლიციამ ახალგაზრდა დააკავა და ზოგრაფუს განყოფილებაში თავად აღმოჩნდა ხელბორკილებით.

onalem

ტესტ