fbpx
საბერძნეთი

უსახლკარო ემიგრანტობიდან ატიკის უნივერსიტეტში სწავლასა და ბიზნესის წამოწყებამდე – ჟულიენ მაკალუს სამაგალითო პროგრესი

ჟულიენ მაკალუ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ 28 წლის არის, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე უამრავი უსიამოვნო და სასიამოვნო თავგადასავლით, მძიმე პერიოდებითა და დიდი წარმატებებით არის სავსე. ახალგაზრდა საკუთარი სამშობლოდან, კონგოდან სრულიად მარტო ჩამოვიდა, მშობლებისა და ნათესავების გარეშე, ურთულესი წლები განვლო, მაგრამ დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი დაამთავრა და დღეს საკუთარი ბიზნესი აქვს.

“ჩემი ისტორია მრავალი ძალისხმევის, თავგანწირვისა და მოთმინების შედეგია. ეს არის ერთი წვეთი ლტოლვილების წინაშე მდგარი სირთულეების ოკეანეში“, – ამბობს ის მედიასთან საუბრისას.

ჟიულიენი იძულებული გახდა გაქცეულიყო კონგოდან, რადგან მისი არქიტექტორი მამა, ოპოზიციაში აქტიური პოლიტიკური ჩართულობის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. როცა ბიჭი მშობლებს დაემშვიდობა, დედამ აცრემლებული თვალებით აჩუქა ახალი აღთქმა და ჯვარი, რომელსაც მუდმივად თან ატარებდა და ეს ის საგნებია, რომლებიც მას თან ახლდა მთელი მოგზაურობის განმავლობაში და თან ახლავს დღემდე.

ის 16 წლის იყო, როდესაც თურქეთის გავლით ჩამოვიდა საბერძნეთში, როგორც კი ერთ-ერთ სტრუქტურაში დასახლდა, ბერძნულის სწავლას შეუდგა და დღეში 10 საათი მეცადინეობდა. სწორედ ამიტომ შეძლო, რომ ბერძნულად 3 წელიწადში სუფთად ალაპარაკებულიყო.

ჯულიენმა 2015 წელს ეროვნული გამოცდები ჩააბარა და დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ტექნიკურ ფაკულტეტზე მოხვდა, სადაც შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლაც განაგრძო.

“ჯერ კიდევ 2012 წელს ქუჩაში მეძინა და სულ ვფიქრობ, რომ ისევ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე. მინდოდა გამეკეთებინა რაიმე, რაც პურის ფულის შოვნის საშუალებას მომცემდა,” ამბობს ის.

ჟულიენი ახლა ფლობს კომპანიას, რომელიც აქტიურია საბერძნეთიდან მთელ მსოფლიოში პაკეტების სწრაფი და ეკონომიური ტრანსპორტირების, მსოფლიო მასშტაბით ფულის გადარიცხვისა და ორგანული საკვების იმპორტის კუთხით აფრიკიდან. ამას გარდა, აქვს მესიჯი ყველა სხვა ემიგრანტისა და ლტოლვილის მისამართით:

“პატივი ეცით ბერძნებსა და საბერძნეთს და გამოუყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც მოგეცემათ. წარსული რთულია, მაგრამ ყოველ წუთს ამაზე არ უნდა ვიტიროთ, ეს არის რეალობა, რომელიც უნდა მივიღოთ. წარსულზე ფიქრით მხოლოდ უკან ვრჩებით. გამოიყენეთ ყველა შანსი.”

 

onalem

ტესტ