fbpx
საბერძნეთი

სექტემბრიდან საბერძნეთის სკოლებში რეგულაციები მკაცრდება – მშობელი ვალდებულია ხალ რეგლამენტს ხელი მაწეროს

მოზარდებს შორის ძალადობა და სიტყვიერი ბულინგი საბერძნეთში დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები, მსგავს შემთხვევებთან საბრძოლველად. როგორც ირკვევა, მუშავდება ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში შევა სექტემბრიდან და თუ რომელიმე მშობელი აღნიშნულს ხელს არ მოაწერს, ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დაიშვება, მისი რეგისტრაცია არ მოხდება.

აღნიშნულზე ისაუბრა განათლების მინისტრმა, კირიაკის პიერაკაკიმ, რომელმაც წარმოადგინა პლატფორმა stop-bullying.gov.gr, სადაც მოხდება მსგავსი შემთხვევების შესახებ საჩივრების შეტანა ელექტრონულად.

არსებული ინფორმაციით, სკოლებში მკაცრდება რეგულაციები და მშობლებს დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ინფორმაცია, ბავშვების გაცდენების შესახებ, ასევე, წესდება ჯარიმები და აიკრძალება მობილური ტელეფონების შეტანა, რაც პირდაპირ კავშირშია ბულინგთან ხშირ შემთხვევაში. ასევე, მშობლებს დაეკისრებათ ვალდებულება, დაფარონ შვილების მიერ გამოწვეული ზარალი.

onalem

ტესტ