fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხვალ ეკლესიები ღია იქნება, მაგრამ არ დაიშვება წყლის კურთხევის ცერემონია ღია სივრცეში და ლიტანიობა

საბოლოო გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ხვალ ეკლესიები ღია იქნება, მაგრამ გაკონტროლდება მრევლის რაოდენობა, რათა არ დაფიქსირდეს ხალხით გადატვირთულობა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ როდესაც მსახურება მიმდინარეობს ეკლესიის შიგნით, ზომების დაცვა გაცილებით მარტივია, მაგრამ თუ ცერემონიები გაიმართება ღია სივრცეებში, მრევლს გაუჭირდება დისტანციის დაცვა და შესაბამისად, დიდია კორონავირუსის გავრცელების შანსი.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესია წავიდა დათმობაზე და წყლის კურთხევა მოხდება მხოლოდ ეკლესიის შიდა ტერიტორიაზე, არ გაიმართება ლიტანიობა, მსვლელობა. არც სასულიერო პირები და არც მრევლი არ გავა ზღვის ტერიტორიაზე. შესაბამისად, არ ჩატარდება წყლიდან ჯვრის ამოღების ცერემონია.

საბერძნეთის ეკლესია იღებს პასუხისმგებლობას როგორც ღვთის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე და სახელმწიფოს მხარში უდგას პანდემიასთან ბრძოლაში.

 

 

onalem

ტესტ