fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციის გეგმა ხვალისთვის – სასულიერო პირებმა უკან დაიხიეს

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული ზომები, რომლებიც ეხება ეკლესიების დახურვას მრევლისთვის, ნათლისღების დღესასწაულზე და ჩვეული მსახურების არ შესრულებას, არის ლეგალური. ამრიგად, სასულიერო პირებმა უკან დაიხიეს და კირიაკოს მიცოტაკისა და მთავარეპისკოპოსს შორის შედგა დიალოგი, სადაც პრემიერმა მას მხარდაჭერის გამოცხადება სთხოვა.

ხვალ ვითარების გასაკონტროლებლად საბერძნეთის პოლიციას გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

ატიკის რეგიონში 5.000 ტაძარია, ხოლო მთლიანად საბერძნეთში დაახლოებით 14.000. ამრიგად, შეუძლებელია, რომ თითოეულ ეკლესიასთან პოლიცია მუდმივად განთავსდეს, თუმცა, ისინი იმოძრავებენ საკმაოდ ხშირად და  ოფიცრები გააკონტროლებენ ხალხის რაოდენობას. არ დაიშვება დიდი რაოდენობის მრევლის შეკრება ტაძრებთან, როგორც ეს ხდებოდა გასულ წლებში. ამასთანავე, პოლიცია მოძრაობისას გამოიყენებს მეგაფონებს, რომლებითაც მოსახლეობას მითითებები მიეცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიცია არ შევა ეკლესიებში და არ მიმართავს ძალადობრივ ზომებს, თუმცა, იზრუნებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე და არ დაუშვებს ხალხით გადატვირთულობას.

onalem

ტესტ