fbpx
საბერძნეთი

როგორ მუშაობს დღეს ათენში საჯარო ტრანსპორტი – უქმე დღეების განრიგი 7 მაისს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს საბერძნეთში ოფიციალურად უქმე დღეა, რაც ნიშნავს, რომ საჯარო ტრანსპორტი მუშაობს, მაგრამ ნაკლები სიხშირით.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, დღეს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ უქმე დღეების განრიგით, რაც ნიშნავს, რომ იმოძრავებენ ხანგრძლივი ინტერვალებით, გამოივლიან 30-40 წთში ერთხელ.

მეტროს 1-ლი ხაზი (იგივე ტრენო/ილეკტრიკო/ΗΣΑΠ) იმოძრავებს ყოველ 12,5 წთში 06:00-დან 23:00 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წთში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები იმოძრავებენ ყოველ 12 წთში ერთხელ (ჩვეულებრივ იმოძრავებენ აეროპორტის მიმართულებით).

ტრამვაი დღეს, 7 მაისს, იმოძრავებს ყოველ 12 წთში ერთხელ 22:00 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წთში ერთხელ.

onalem

ტესტ