fbpx
საბერძნეთი

მეტროს (სამივე ხაზის) გაფიცვის განრიგი ისევ შეიცვალა – იმუშავებს 09:30 საათიდან 16:30 საათამდე

როგორც ცნობილი იყო, მეტროს გაფიცვის განრიგი განისაზღვრებოდა ისე, როგორც ავტობუსებისა და ტროლეიბუსების, მაგრამ გადაწყვეტილება ისევ შეიცვალა და საბოლოოდ, განსხვავებული გრაფიკის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ხვალ, 1-ელ მაისს, ათენის მეტრო, სამივე ხაზი (აქ შედის ΗΣΑΠ/ილეკტრიკო/ტრენოც), იმუშავებს დილის 09:30 საათიდან 16:30 საათამდე და არა 09:00-დან 21:00-მდე.

მხოლოდ ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ 09:00-დან 21:00 საათამდე.

კიფისიიდან პირეას მიმართულებით და პირიქით ბოლო რეისები განხორციელდება 16:35 საათზე.

ფაქტობრივად, მატარებლები ზუსტად 16:30 საათზე მუშაობას არ შეწყვეტენ და რეისებს ბოლომდე მიიყვანენ, მიმართულების შესაბამისად, თუმცა, 17:00 საათის შემდეგ დანამდვილებით აღარ განხორციელდება ახალი რეისები.

 

 

onalem

ტესტ