fbpx
საბერძნეთი

სულ რამდენიმე კვირაში ათენში 140, ხოლო თესალონიკში 110 ახალი ელექტროავტობუსი ივლის

ფაქტობრივად, რამდენიმე კვირა რჩება მანამდე, ვიდრე ათენსა და თესალონიკში ახალი ელექტროავტობუსები მგზავრების მომსახურებას დაიწყებენ, ამ დროისთვის კი, ისინი ჯერჯერობით საცდელ რეისებს ახორციელებენ.

უახლოეს კვირებში ათენში 140, ხოლო თესალონიკში 110 ახალი ავტობუსი ამოძრავდება. ისინი სრულად ელექტროა, გარემოს არ აბინძურებენ და რაც ყველაზე მთავარია, არის ტექნიკურად გამართული, ახალი ავტობუსები, რადგან ამჟამად ორივე ქალაქში მოძრავი ავტობუსების უმეტესობას “ვარგისიანობის ვადა” დიდი ხანია გასული აქვს.

საცდელი რეისები ხორციელდება ქვიშით სავსე ტომრებით, რომელთა წონაც არის 2,5 ტონა, ეს იმისთვის, რომ დადგინდეს, რომ შემდგომში მგზავრთა წონის შესაბამისად მუშაობა შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია ბილეთების ვალიდაციის აპარატების მონტაჟი და უახლოეს პერიოდში სისრულეში მოვა.

onalem

ტესტ