fbpx
საბერძნეთი

“ერთ დღეში მოვა იმდენი ნალექი, რამდენიც 3 თვეში მოდის” – ახალი საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში

თესალიას სულ რამდენიმე თვის წინ წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენა და კატასტროფული ვითარება გამოიწვია, ახლა კი, სინოპტიკოსები მორიგ გაფრთხილებას ავრცელებენ, რაც უხვი ნალექის მოსვლას უკავშირდება და თესალია ისევ ერთი-ერთი კრიტიკული რეგიონია.

საუბარი არ არის ისეთ ძლიერ ფენომენზე, როგორიც “დანიელი” იყო, თუმცა, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ნალექის მოსვლას. უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია, რომ ერთ დღეში, დაახლოებით 20 საათის მანძილზე, მოვიდეს იმდენი ნალექი, რამდენის მოსვლაც, ზოგადად, განსაზღვრულია 3 თვეზე.

მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს: თესალიასა და მაგნისიაში, სწორედ აქ არის ნავარაუდევი ყველაზე უხვი ნალექი.

კლეარხოს მარუსაკი ავრცელებს რუკას, თუ სად არის შანსი, რომ ვიხილოთ წყალდიდობა.

onalem

ტესტ