fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე საათში საბერძნეთში საგანგებო პროგნოზი გამოიცემა – წვიმა, სეტყვა და ქარი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, დღეიდან საბერძნეთში ამინდის გაუარესება გველოდება და მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ტერიტორიაზე რაიმე რადიკალური მოვლენები არ არის მოსალოდნელი, სინოპტიკოსები იმ რეგიონებში, რომლებიც გასულ თვეებში დაიტბორა, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

კერძოდ, მოსალოდნელია, რომ მომდევნო საათებში გამოიცეს საგანგებო პროგნოზი, ამჟამინდელი ცნობებით კი, ნალექი, წვიმისა და სეტყვის სახით დღეს ღამით 22:00 საათიდან არის ნავარაუდევი და ხვალ დილის 06:00 საათამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, რამდენიმე საათში მოსალოდნელია უხვი ნალექის მოსვლა, რამაც შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იქ, სადაც მდინარეებია.

ატიკასა და თესალონიკში იწვიმებს დღეს საღამოდან, ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებლებს უკვე დაუბრუნდა და დაიკლო 10-დან 16 გრადუსამდე.

onalem

ტესტ