fbpx
საბერძნეთი

ამინდის გაუარესების ორი ფაზა საბერძნეთში: “შემდეგ დღეებში სიფრთხილე იქნება საჭირო”

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორის, თოდორის კალიდას ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საბერძნეთში ამინდის გაუარესების ორი ფაზა გველის, მიუხედავად იმისა, რომ ფენომენი არ იქნება ძალიან ძლიერი, მოსახლეობას ბ-ნი კალიდასი მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში.

“უამინდობის პირველი ფაზა გვექნება ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო შემდეგ მეორე, პარასკევსა და შაბათს. მიუხედავად იმისა, რომ ნალექის რაოდენობა, რომელსაც ველით, არ არის შემაშფოთებელი, მაინც კარგი იქნება, თუ მოსახლეობა სიფრთხილეს გამოიჩენს იმ რეგიონებში, რომლებიც მონიშნულია ნარინჯისფრად, ანუ დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გვექნება ნალექი, ხოლო პარასკევსა და შაბათს თოვასაც ველოდებით, მაგრამ მხოლოდ მაღლობებზე, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში. ეს ყველაფერი, სულ მცირე, ძალიან “უხეში” გადასვლაა აპრილის თვის შუა რიცხვებისთვის,” წერს ბ-ნი თოდორისი.

onalem

ტესტ