fbpx
საბერძნეთი

დღეს ღამის საათებიდან საბერძნეთში ამინდი უარესდება – წვიმა, ძლიერი ქარი, მაგრამ მაღალი ტემპერატურა

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, საბერძნეთში დღეს ღამის საათებიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ნალექს, მაგრამ ამავე დროს, მაღალ ტემპერატურას გვპირდებიან.

კერძოდ, ამინდი გაუარესდება თავდაპირველად ჩრდილო-დასავლეთით და ნელ-ნელა გავრცელდება ქვეყნის მთლიან დასავლეთ ნაწილში.

დასავლეთ მაკედონიაში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, იპიროში 19 გრადუსამდე, თესალიაში 20 გრადუსამდე, კიკლადესსა და კრეტაზე 20-22 გრადუსამდე. როგორც ვხედავთ, მიუხედავად წვიმისა, ტემპერატურის რადიკალური ვარდნა არ არის მოსალოდნელი და სეზონისთვის კვლავ უჩვეულო სითბო გვექნება.

ზღვის ტერიტორიებზე გაძლიერდება ქარი, რომელიც 6-7 ბალს მიაღწევს ხვალ, 11 თებერვალს.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია 20 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ