fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცვლილებები საბერძნეთში სასჯელის გამკაცრების კუთხით – პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა

საბერძნეთის პარლამენტს კენჭისყრისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომელიც უამრავ ცვლილებას შეიცავს და ძირითადად მიმართულია სასჯელის გამკაცრებასა და განაჩენის გამოტანის დაჩქარებისკენ.

კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსზე, რომლის მიზანიც არის უფრო მოკლე დროში მოხდეს სასამართლო პროცესების დასრულება, ასევე, გამკაცრეს სასჯელი კონკრეტულ დანაშაულებზე, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა: ოჯახური ძალადობა, ტყის ხანძრების გაჩენა და ა.შ.

ასევე, მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს საბერძნეთის სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან იურიდიული პირებისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობაც, დაიწყება 10.000 ევროდან და მიაღწევს მილიონებსაც კი. საუბარია ბიზნეს დაწესებულებების მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევებზე, განმეორების შემთხვევაში კი, გარდა ჯარიმებისა, მოსალოდნელია დაწესებულების დახურვაც.

onalem

ტესტ