fbpx
საბერძნეთი

უხვი ნალექი მომდევნო საათებში – საგანგებო პროგნოზი კონკრეტულ რეგიონებთან დაკავშირებით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომელიც კონკრეტულ რეგიონებში მოსალოდნელი უხვი ნალექის შესახებ გვაფრთხილებს. თოდორი კალიდას ინფორმაციით, ფენომენი განსაკუთრებით გაძლიერდება ღამით დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, ჩრდილოეთ ევიაში და ფთიოტიდაში.

ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რასაც თან ქარიც ახლდება. ათენში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, მაგრამ ნალექს დღეს არ უნდა ველოდოთ.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალ, პარასკევს, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მათ შორის ატიკის რეგიონშიც, დილის საათებში ფენომენი განსაკუთრებით ძლიერი იქნება: მაკედონიის, თესალიის, ევიის, ფთიოტიდასა და კრეტას ტერიტორიებზე. ატიკის რეგიონს რაც შეეხება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხოლო ნალექი შუადღის საათებიდან.

ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ზოგიერთ რეგიონში 8-9 გრადუსით ნაკლებიც კი იქნება. ჰაერი ატიკის რეგიონში დღეს 19, ხოლო ხვალ, 18 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ