fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვრის ინტენსივობა იმატებს – პირბადით გადაადგილების რეკომენდაცია საზოგადოების მოწყვლად ნაწილს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში დღეიდან აფრიკული მტვრის ინტენსივობა იმატებს და ხვალინდელ დღემდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები რაიმე რადიკალურ ფენომენს არ პროგნოზირებენ, თუმცა, მოსალოდნელია ნალექი, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ტალახიანი წვიმა.

მატინა პაგონი საზოგადოების მოწყვლად ნაწილს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ვისაც აქვს რესპირატორული პრობლემები, პირბადით გადაადგილდნენ და ამ გზით დაიცვან თავი.

რაც შეეხება კონკრეტულად ატიკის რეგიონს, შუადღიდან მოსალოდნელია ტალახიანი წვიმა და საღამომდე გასტანს, ხოლო თესალონიკში ამინდი კიდევ უფრო “მკაცრი” იქნება და საღამოდან გვიან ღამემდე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ხალკიდიკიში და ჩრდილო-დასავლეთ ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ფენომენი, აფრიკული მტვერთან ერთად, შაბათს დაიწყებს შესუსტებას, შედარებით ნელ-ნელა დაიკლებს მტვრის ინტენსივობა კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცხელი ჰაერის მასების შემოჭრას საბერძნეთში მომდევნო კვირიდან უნდა ველოდოთ.

onalem

ტესტ