fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კრეტაზე საზოგადოებაში ცნობილი პირს ბრალად პედოფილია ედება

ყველაფერი მაშინ გამოვლინდა, როდესაც გოგონამ მომხდარის შესახებ დაიჩივლა, თუმცა, ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. ხანში შესული მამაკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მრავალჯერად გაუპატიურებაშია ბრალდებული.

anatolh.com-ის ინფორმაციით, აღნიშნული კოშმარი გოგონას ცხოვრებაში ბოლო 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა. თუმცა, ამის შესახებ არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალ ადგილებში მამაკაცი ხშირად იქცეოდა არაადეკვატურად.

ამავე წყაროს მიხედვით, მამაკაცი კრეტას საზოგადოებაში ცნობილი პირია.

ის გოგონას სხვადასხვა ადგილებში დაჰყვებოდა და სექსუალურად ავიწროვებდა, სკოლის გარეთაც კი.

საბოლოოდ გოგონამ დაიჩივლა და მისი საშინელი ქმედებები გამომჟღავნდა.

პოლიციამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ის ნამდვილად დამნაშავეა.

მამაკაცის დაპატიმრების შესახებ ცნობები კრეტას გარეთ მას შემდეგ გავრცელდა, რაც გირაო 15, 000 ევროს ოდენობით მან არ გადაიხადა.

პრესა იუწყება, რომ მისმა შვილებმა მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზებით ბრძოლა დაიწყეს.

onalem

ტესტ