fbpx
საბერძნეთი

“აფრიკულ მტვერს ისევ ველოდებით მაისის თვეში, ეს არის გაუდაბნოების ნიშნები” – ექსპერტთა შეფასებები

დღეიდან უკვე შესამჩნევია, რომ აფრიკული მტვრის მასები საბერძნეთს ტოვებს და ჰაერი ნელ-ნელა იწმინდება. მეტეოროლოგები თანხმდებიან, რომ ფენომენი გაცილებით უფრო ინტენსიურია, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო და ყველაფერი კლიმატურ კრიზისზე მიუთითებს, რომელიც ამ სახითაც გვევლინება.

ექსპერტთა შეფასებებით, საბერძნეთში აფრიკული მტვრის მასების მორიგ შემოჭრას უნდა ველოდოთ მაისის თვეში და ასევე შემოდგომაზე, ვარაუდობენ, რომ ფენომენი ისევ საკმაოდ ძლიერი იქნება.

“წელს ფენომენი საკმაოდ ადრე მოგვევლინა და ეს მიუთითებს გაუდაბნოების ნიშნებზე, ასევე იცვლება ჰაერის მასების, ქარების მიმართულება, რასაც მოსდევს მტვრის შემოჭრა და შედეგად ასეთი ვითარება გვაქვს, რაც გასულ რამდენიმე დღეში ვნახეთ. პარალელურად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ველოდებით მორიგ ფენომენს მაისის თვეში, რომელიც იქნება იგივე ან უფრო ძლიერი ინტენსივობის, გააჩნია, კლიმატურ პირობებს, რომლებიც თან ახლდება აღნიშნულ მოვლენას,” აცხადებენ მეტეოროლოგები.

onalem

ტესტ