fbpx
საბერძნეთი

ეს იყო ბოლო წლების ყველაზე რადიკალური ფენომენი – ხანიაში ტემპერატურამ 36,6 გრადუსს მიაღწია

აფრიკული მტვრის მასების საბერძნეთის ცაზე გაბატონება ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მოვლენის შესახებ მსოფლიო მედია წერს. ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ არის გახვეული საბერძნეთის ქალაქები ფორთოხლისფერ ნისლში, მეტეოროლოგები კი, აღნიშნული ფენომენის შესახებ ცალკეულ დასკვნებს აკეთებენ.

ექსპერტების განმარტებით, ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფენომენი, განსაკუთრებით ძლიერი ინტენსივობით, პარალელურად კი, აღსანიშნავია, რომ ხანიაში, ფალასარნაში ტემპერატურამ მიაღწია 36,6 გრადუსს. აფრიკულმა მტვერმა ძლიერი გავლენა მოახდინა ათენსა და კალამატაზე.

საბერძნეთის გეოლოგიური და სამთო კვლევის ორგანომ მოამზადა საინტერესო კვლევა აფრიკული მტვრის შემადგენლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მტვერი შეიცავს ალუმინს, სილიციუმს, კალციუმს, რკინას და ტიტანს.

სწორედ აქედან გამომდინარე მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ადამიანები, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით:

ადამიანები სასუნთქი გზების პრობლემებით
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები
ბავშვები და ასევე, 65 წელს ზემოთ პირები.

onalem

ტესტ