fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვერი, ტალახიანი წვიმა და 35 გრადუსი – ამინდის პროგნოზი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, საბერძნეთში ახალი კვირა კვლავ აფრიკული მტვრის ინტენსივობით იწყება, რომელიც მომდევნო დღეებში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაძლიერდება, ტემპერატურა კი, ისევ იმატებს.

ვინაიდან რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით, აღნიშნული იქნება ტალახიანი, აფრიკული ტვერის ინტენსივობიდან გამომდინარე. ტელეკომპანია ΕΡΤ-ის სინოპტიკოსთა ცნობით, საშუალო ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით იქნება 24-26 გრადუსი, კვირის მანძილზე არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე 35 გრადუსსაც მიაღწიოს.

ატიკის რეგიონში დღეს იქნება ღუბლიანი ამინდი, არსებობს შანსი, რომ იწვიმოს რამდენიმე უბანში, თუმცა, უმნიშვნელოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება 14-დან 23 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ასევე ღრუბლიანობა, ღამით იწვიმებს, ხოლო ჰაერი გათბება 12-დან 22 გრადუსამდე.

ამას გარდა, სინოპტიკოსები პირველ პროგნოზებს აკეთებენ აღდგომის კვირასთან დაკავშირებით და ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია თბილი ამინდები, 25-26 გრადუსით.

onalem

ტესტ