fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტების მიერ საქართველოში გაგზავნილი თანხის რაოდენობა 35,85%-ით არის შემცირებული

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ემიგრანტევის მიერ საქართველოს მიმართულებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 35,8%-ით შემცირდა და 806 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს, რომელსაც მოჰყვება იტალია, შემდეგ აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.

კონკრეტულად მონაცემები ასე გამოიყურება:

ქვეყანა მოცულობა, მლნ დოლარი ზრდა, %
რუსეთი 182,8 -73,1
იტალია 134,9 10,7
აშშ 124,0 30,5
საბერძნეთი 37,5 6,4
ისრაელი 59,3 13,6

აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 84,1მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.

onalem

ტესტ