fbpx
საბერძნეთი

“ურთულესი თვეები გველოდება” – შეხვედრა საბერძნეთის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, პრეზიდენტ ეკატერინი საკელაროპულუს შეხვდა და ქვეყანაში ამჟამად არსებული მთავარი საკითხები განიხილეს.

საკელაროპულუმ იმედი გამოთქვა, რომ არსებულ კრიზისს ტურისტული სეზონი დააბალანსებს და საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ კუთხით. რაც შეეხება მიცოტაკის, პრემიერი აცხადებს, რომ “ყველაფერს გააკეთებს სუსტების დასახმარებლად და მთავრობის მთავარი მიზანი ახლა ფასების უკონტროლო ზრდის შემცირებაა.”

არასახარბიელო მდგომარეობის აღწერისას, მიცოტაკიმ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და დიდ არეულობას იწვევს საერთაშორისო ეკონომიკაში, თავად ეკონომიკა კი, აღდგენის ნიშნებს არ აჩვენებს.

“მთავრობა პრიორიტეტად ისახავს ყველა სუსტის გაძლიერებასა და დახმარებას. ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია უმუშევრობის შემცირებაზე, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და პენსიების გაზრდაზე. 

საპარლამენტო ვადის დასრულებამდე გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, კანონპროექტები, რომლებიც განსახილველად გამოვა, რომ სახელმწიფო კანონებად იქცნენ. საჭიროა ცვლილებების განხორციელება საგანმანათლებლო სფეროში, უნდა მოხდეს უნივერსიტეტებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება.”

“საბერძნეთის მოქალაქეები საკმაოდ არიან შეწუხებულები არა მხოლოდ უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისით, არამედ პანდემიითაც, რომელიც ომამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებდა. დანარჩენ ევროპელებთან ერთად, ვხედავთ, რომ იკუმშება მათი ოჯახის ბიუჯეტი, რადგან ძვირდება ძირითადი პროდუქტები,” დაამატა საკელაროპულუმ.

პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებენ ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას და შემუშავებული აქვთ გეგმა, რომელიც მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზეა ორიენტირებული. მომდევნო თვეებში მოსახლეობა თავად შეაფასებს, რამდენად იგრძნო არსებული მთავრობის მუშაობა ენერგეტიკული კრიზისის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ