fbpx
საბერძნეთი

ათენში გზები იხსნება – “პოლიტეხნიოს” წლისთავთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

“პოლიტეხნიოს” 49-ე წლისთავთან დაკავშირებული მსვლელობა ათენში მშვიდობიანად დასრულდა, შესაბამისად, საგზაო პოლიციამ გასცა ბრძანება, რომ ნელ-ნელა გაიხსნას გზები და აღდგეს ტრანსპორტის გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში.

არსებული ცნობებით, მსვლელობაში 10.000 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ თავად ორგანიზატორები ამ რიცხვს 40.000-მდე ზრდიან.

20:00 საათის შემდეგ საჯარო ტრანსპორტი ნელ-ნელა აღადგენს მოძრაობას ჩვეული მარშრუტებით და ასევე, გაიხსნა მეტროსადგურები, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილი იყო: “მეღარო მუსიკის”, “ევანგელისმოს”, “სინდაღმა”.

იხილეთ კადრები მასშტაბური მსვლელობიდან:

onalem

ტესტ