fbpx
კრიმინალი

დამლაგებელმა ქალმა სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა, 11.000 ევროს ღირებულების სამკაულები და 400 ევრო მოიპარა

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას 46 წლის დამლაგებლის შესახებ, რომელიც ბოლო 4 თვის მანძილზე კუნძულ მიტილინზე სახლებში მუშაობდა და დამსაქმებლებს ძარცვავდა. როდესაც მათ ეჭვი შეიტანეს და დაინტერესდნენ, სად ქრებოდა მათი თანხა და ძვირფასეულობა, პოლიციას შეატყობინეს.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ მძარცველი 46 წლის ბერძენი ქალი იყო, რომელმაც ოთხი თვის მანძილზე 400 ევროს ოდენობის თანხა და ძვირფასეულობა მოიპარა, რომელთა ღირებულებაც ჯამში 11.000 ევროს უდრის.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ქალს მოპარული თანხისა და ნივთების ნაწილი აღმოუჩინა და პატრონს დაუბრუნეს. მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის ბრალდებით აღიძრა და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, გაძარცვა თუ არა მან სხვა სახლებიც, რომლებშიც წარსულში მუშაობდა.

onalem

ტესტ