fbpx
კატეგორიის გარეშე

ახილეას ბეოსი ზოი კონსტანტოპულუს სექსუალური შევიწროვებაში ადანაშაულებს

საზოგადოება კარგად იცნობს პოლიტიკოსებს, ახილეას ბეოსსა და ზოი კონსტანტოპულუს, რომელთა შორისაც როგორც ჩანს, გარკვეული უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, შედეგად კი, ბეოსი ცდილობს, გაარკვიოს რა მიზანი ჰქონდა კონსტანტოპულუს.

კერძოდ, ისინი ერთმანეთს ვოლოსის სასამართლოში შეხვდნენ, სადაც ზოი კონსტანტოპულუ, როგორც ადვოკატი ისე იყო მისული, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი ბრალდებული პირის გამო, ხოლო ახილეას ბეოსი აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეა.

ბეოსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, რომ როდესაც სასამართლოს ეზოში კონსტანტოპულუს შეხვდა, ქალმა ასე მიმართა: “გამარჯობა, ლამაზო. როგორ ხარ?!”

ვოლოსის მერი ცდილობს გაარკვიოს, ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო ზოი კონსტანტოპულუს მხრიდან, თუ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროვებას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტარმა და ადვოკატმა სასამართლო სხდომიდან პოლიციაშიც კი დარეკა და მოწმეებისა და სასამართლოს თავმჯდომარის დაკავება მოითხოვა.

onalem

ტესტ