fbpx
საბერძნეთი

ხვალ საბერძნეთში აფრიკული მტვერი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება – როდის უნდა ველოდოთ ჰაერის გაწმენდას?!

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ საბერძნეთში აფრიკული მტვრის ინტენსივობის ზრდას უნდა ველოდოთ, რაც მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტემპერატურის მატებასაც სწორედ ხვალიდან არის მოსალოდნელი და ზოგიერთ რეგიონებში, სავარაუდოდ, იონიის სამხრეთით, შესაძლოა დაფიქსირდეს 35 გრადუსი.

მეტეოროლოგების განცხადებით, შესაძლოა ხვალ მტვრის ბინდი ვიხილოთ, თუმცა, მოვლენა ოთხშაბათიდან ნელ-ნელა შესუსტდება და კვირის ბოლოსთვის სრულად გაქრება, მეტიც, მოსალოდნელია, რომ აფრიკულმა მტვერმა საკმაო ხანს აღარ შეგვაწუხოს.

დღეს ღამით ნალექი, წვიმის სახით, მოსალოდნელია დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში, ფენომენი არ იქნება ინტენსიური, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოვა ტალახიანი წვიმა, მტვრიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ