fbpx
საბერძნეთი

500 ევრო 100 ვარდისგან შეკრულ თაიგულში – ხვალისთვის 300.000-ზე მეტი ვარდის გაყიდვაა მოსალოდნელი

სულ რაღაც 1 დღე დარჩა ვალენტინობის დღესასწაულამდე და ყვავილები ამ დღის განუყოფელი ნაწილია. ადამიანები ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვას სხვადასხვა საჩუქრებით ცდილობენ, მამაკაცები კი, ძალიან ხშირად ყიდულობენ ყვავილებს – ვალენტინობის დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

როგორც მედია იუწყება,თესალონიკში ყვავილების მაღაზიები ვარდებით აივსო და ელოდებიან, რომ ხვალისთვის 300.000 ვარდი გაიყიდოს.

“განსაკუთრებულად ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ცალკეულად ვარდებს, ასევე, თაიგულებს, რომლებიც გამორჩეული გულისხმიერებით არის შეკრული. გასულ წელსაც დიდი მოთხოვნა იყო და წელსაც იგივეს ველოდებით, სწორედ ამიტომ გვაქვს მომზადებული 300.000 ვარდი, რადგან ეს ყვავილი ვალენტინობის ერთგვარი ნიშანია,” აცხადებს თესალონიკის პროფესიული პალატის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ყვავილების მაღაზიის მეპატრონე, მანოლის სილი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს სიყვარულიც “გაძვირდა” და ვისაც მეორე ნახევრისთვის 100 ვარდისგან შემდგარი თაიგულის შეძენა სურს, არც მეტი, არც ნაკლები, 500 ევროს გადახდა მოუწევს.

onalem

ტესტ